
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
ეს დღე მშობლიური ენის მასწავლებელმა დ. ნალბანდიანმა ბავშვებს დღესასწაულად უქცია და მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა, რომლებიც ბავშვებმა დიდი სიხარულით შეასრულეს.
ბავშვები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზვას მონდომებით ცდილობდნენ.
პედაგოგის დახმარებით, მათ დავალებები შესანიშნავად შეასრულეს და ცოდნა გაიღრმავეს.
გაკვეთილი მოსწავლეთათვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო: