
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგები თბილისში გამართულ ეროვნულ კონფერენციას დაესწრნენ.
კონფერენცია 10 ნოემბერს ჩატარდა და „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის ფასილიტატორებსა და სკოლებს, სამწლიანი ეფექტური თანამშრომლობისთვის სიგელები გადაეცათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში გამოიცა გზამკვლევი ზოგადი განათლების საფეხურისთვის, რომელშიც მოცემულია „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბების მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეები.
კლუბის ფასილიტატორები მაწიმის საჯარო სკოლის პედაგოგები: ქეთევან ტალახაზე (სამოქალაქო განათლება), მარიამ მაისურაზე (ბიოლოგია) და ნატო ჯავახია (ინგლისური ენა), გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა" და „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან" ერთად.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.
სკოლა მადლობას უხდის ამ პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, აქტიურობისთვის.
იხილეთ ფოტოები: