
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სპორტის მასწავლებლის ხელმძღვანელობით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში გამართულ მარათონში მონაწილეობდნენ.
მარათონი 15 ოქტომბერს, ქალთა ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით საერთაშორისო კომპანიის ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მარათონი ახალციხის ტბის ტერიტორიაზე მოეწყო, რაშიც მინაძის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი და მაღალი კლასის გოგონები დიდი შემართებით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ამ კუთხით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: