კეხიჯვარის საჯარო სკოლაში გამართულ თანამშრომლობით შეხვედრას, მოხისის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე ესწრებოდა
13-11-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის და კეხიჯვარის საჯარო სკოლებში, დიდი ყურადღება ეთმობა სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურისა და მეგობრულ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. 

სწორედ ამ მიზნით, ორივე სკოლა აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ლიდერი და მეგობარი სკოლების შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას კეხიჯვარის საჯარო სკოლამ უმასპინძლა და მას, პირველად ესწრებოდა მოხისის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარე, VII კლასის მოსწავლე გიორგი ელიაშვილი.

შეხვედრაზე, გიორგი მეგობარი სკოლების საინტერესო გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრაში ასევე აქტიურად მონაწილეობდა  საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარე - ცირა ღვალაძე.

შეხვედრის ბოლოს, დაიგეგმა ერთობლივი პროექტი, რომელიც ისევ თანამშრომლობით ურთიერთობას დაეყრდნობა. 

სკოლებში, წარმატებებს უსურვებენ მოსწავლეებს და მათ საინტერესო საქმიანობას. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203