
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, თემაზე - „შემოდგომის ფერები“.
მოსწავლეებმა, დიდი სიამოვნებითა და მონდომებით შექმნეს ნამუშევრები და მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა 3 ნოემბერს გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამოფენის მიზანი იყო რომ მოსწავლეებს შემოქმედებითი და კრეატიული უნარ-ჩვევები წარმოეჩინათ, შემოდგომის შთაბეჭდილებები ინდივიდუალური ხედვით, ფერთა მრავალფეროვნებითა და სახასიათო სტილით გადმოეცათ.
აღსანიშნავია, რომ ასევე მოეწყო შემოდგომის ზეიმი, სადაც მოსწავლეებმა სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: