
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
ეს დღე ბავშვებს პედაგოგმა დღესასწაულად უქცია და მათ მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი შესთავაზა, რომლებშიც პირველკლასელები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
ლამაზად, საზეიმოდ მორთულმა საკლასო ოთახმა ბავშვების განწყობა და სწავლის მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
გაკვეთილზე ბავშვები დიდი მონდომებითა და ყურადღებით აკვირდებოდნენ პირველ ასო-ბგერებს, რომელთა მოხაზვასაც შემდგომ თავადაც ცდილობდნენ.
მოსწავლეთათვის გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ვიდეო: