„გზა სკოლიდან სახლამდე“ - წაჩხურუს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
პროფესიონალი მასწავლებლები კი მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ. ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ლამზირა სხულუხიას ხელმძღვანელობით კომპლექსური დავალება - „გზა სკოლიდან სახლამდე“, შეასრულეს.
პირველკლასელები გაბრიელ ხურცილავა, ანდრია კალანდია, ნატა თოდუა და ალექსანდრე ჯოჯუა აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ საკუთარი ხელით დიორამები დაამზადეს, საინტერესოდ ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
კლასში მთელი გაკვეთილის განმავლობაში სასიამოვნო განწყობა და ჟრიამული იყო.
იხილეთ ფოტოები: