მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა, პროგრამის ფარგლებში, სისხლის დონორები გახდნენ
13-11-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაში ერთვება. 

ამჯერად კი, სკოლას ქუთაისის სისხლის ცენტრის ექიმები პროგრამა -„აჩუქე სიცოცხლეს“ ფარგლებში ესტუმრნენ. მათ დონაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა კი სისხლი გაიღეს და დონორები გახდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გაღებული სისხლით არაერთი ადამიანის დახმარება იქნება შესაძლებელი. სკოლაში ექიმებს სამუშაოდ კომფორტული გარემო დაახვედრეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203