„ჩვენ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“- ივანდიდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო
13-11-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, კლუბ „აქტიური მოქალაქეების“ ჩართულობით პროექტი - „ჩვენ მშვიდობიანი თანაარსებობისთვის“ დაიწყო. აღნიშნული პროექტის მიზანია მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების მნიშვნელობის გააზრება.

სკოლაში პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დაიგეგმა სამომავლო შეხვედრა და თანამშრომლობა. აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" (RICDOG) წარმოადგენს პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას იმერეთში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203