მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებას ხელს უწყობს.
ამჯერად, სკოლაში „ტვინების ჭადრაკის“ შიდა სასკოლო შესარჩევი ტური გაიმართა. მოსწავლეები მაქსიმალური მონდომებითა და ინტერესით ასპარეზობდნენ, რისთვისაც მათ პედაგოგები დიდ მადლობას უხდიან.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს. ტურნირის გამარჯვებულები მეორე-მესამე კლასელთა შორის - მათე დევდარიანი, ხოლო მეოთხე-მეექვსე კლასელთა შორის - ზაგდერ ქალდანი გახდნენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: