თბილისის N61 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები პარლამენტს ეწვივნენ
13-11-2023
თბილისის N61 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და გარდა საგნობრივი ცოდნის მიღებისა, სხვადასხვა გასვლით პროექტსა თუ ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ახლახან, XI კლასის მოსწავლეები საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს ეწვივნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ პირველი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბებას, მის სტრუქტურას, ფუნქციებს და მუშაობის პრინციპებს - სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში, 1918 წლიდან დღემდე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, მისი შიდა ეზო-ვესტიბიული, ეკლესია, საქართველოს პარლამენტარიზმის მუზეუმი, პირველი რესპუბლიკის, ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები. გარდა ამისა, მოსწავლეები, განსაზღვრული დროით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გამართულ სხდომას დაესწრნენ. ეს გამოცდილება კი მათთვის შთამბეჭდავი იყო. ექსკურსიამ ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203