„შემოდგომის დღესასწაული“ - ხვანჭკარის საჯარო სკოლაში საინტერესო პრეოქტი განხორციელდა 
13-11-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „შემოდგომის დღე-სასწაული“ წარმატებით განხორციელდა, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ჩაერთნენ.

კერძო, კი მასში მონაწილეობდნენ ხელოვნების მასწავლებელი ნინო ლუხუტაშვილი, V და VI კლასების ხელმძღვანელები: მაკა ჭარბაძე და სალომე ბარაბაძე.

პროექტს დაწყებითი კლასების პედაგოგები: ლელა გეწაძე და მაია ფოფხაძე ხელმძღვანელობდნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს თათარაში, თემატური ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს აქტიურობისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203