
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში, ინტელექტუალური თამაში გაიმართა.
სკოლაში, 2 ნოემბერს, ჩემპიონატი - „ტვინების ბრძოლა“, მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში, ჩატარდა.
I ასაკობრივი კატეგორიაში (III-IV-V), გაიმარჯვა, გუნდმა - „დიოგენე“, II ასაკობრივი კატეგორიაში (VI,VII,VIII), კი, გუნდმა - „ფენიქსი".
კონკურსი დაწყებით და საბაზო საფეხურზე ჩატარდა,გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მეორე ეტაპზე განაგრძობენ გამარჯვებისთვის ბრძოლას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ კონკურსმა საშუალება მისცა მოსწავლეებს საკუთარი ცოდნა და უნარი გამოევლინათ. ვიქტორინა საინტერესო იყო ყველა მონაწილისთვის.
„წარმატებები ჩვენი სკოლის გუნდებს შემდეგ ეტაპზე!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: