„წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები“ - საინტერესო გაკვეთილი ბეჟანოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასში
13-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასში, საინტერესო გაკვეთილი გაიმართა თემაზე - „წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები“. 

გაკვეთილს, პედაგოგი - ისკუი ეღუნიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, იმსჯელეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებს შორის მსგავსებასა და განსხვავებების შესახებ ისაუბრეს და დააჯგუფეს ისინი.

გაკვეთილზე, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ფიჭვი და ნაძვი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, წიწვოვან ხეებს აქვთ სხვადასხვა ფორმის ფოთლები და უვითარდებათ კონუსი.

ბავშვებმა, ასევე ისაუბრეს გირჩისგან დამზადებული ჯემის სასარგებლო თვისებებზე და გაკვეთილის ბოლოს დააგემოვნეს კიდეც ის. მოსწავლეებმა გააკეთეს ჰერბარიუმი აყვავებული მცენარეების ფოთლებით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203