ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
13-11-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრის ორგანიზებით, გასვლითი ღონისძიება - „ცოდნა სინათლეა“ - „გამოჩენილი ადამიანები, წიგნსაცავი და მუზეუმი“ გაიმართა.

მის ფარგლებში მე-2, მე-3, მე-4 კლასების მოსწავლეები კლასის დამრიგებლების - ლანა კაკაჩიასა და თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობით, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, მოსწავლეებმა პოეტის სახლი, ნივთები და ნახატები დაათვალიერეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ დარბაზში პოეტის ლექსები გააჟღერეს. გასვლითმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203