ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ, მაია გუმბერიძემ ოქროს სერტიფიკატი დაიმსახურა 
13-11-2023
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის სიყვარულით გამოირჩევიან. 

ერთ-ერთი ასეთი მე-4 კლასის მოსწავლე მაია გუმბერიძეა, რომელიც აშშ-ს საელჩოს გამოცხადებულ აქტივობაში - „საზაფხულო გამოწვევა კითხვაში“ მონაწილეობდა. მის ფარგლებში, მოსწავლეს თავად უნდა აერჩია სასურველი ნაწარმოებები და ზაფხულის განმავლობაში წაეკითხა. 

გამოწვევაში მაია გუმბერიძე უდიდესი მონდომებით ჩაერთო, მან ზაფხულში 1274 გვერდი წაიკითხა და კონკურსის პირობების შესაბამისად, ოქროს სერტიფიკატით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მისი მასწავლებელი მაია ხმალაძეა, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავს. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203