ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის შეჯიბრში გაიმარჯვეს 
13-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, ვაჩიანის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებსა და ოკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს. 

საბოლოოდ, გამარჯვება ვაჩიანის სკოლის მოსწავლეებს ერგოთ. მათი სპორტის მასწავლებელი სედრაკ იგიტიანია, რომელსაც აღსაზრდელებმა მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203