მატნის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მინი ფეხბურთის მუნიციპალური ტურნირის გამარჯვებულია 
13-11-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა როგორც საგნობრივ ცოდნას, ისე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ადგილობრივი მოსწავლეები სპორტული მიმართულებით ვითარდებიან და სხვადასხვა ჩემპიონატში მიღწეული წარმატებით მშობლიურ სკოლას, პედაგოგებს, ოჯახის წევრებს სიამაყის საფუძველს აძლევენ.

ახლახან, მატნის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მუნიციპალურ სპორტულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა მინი-ფეხბურთში.  

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, 2023-2024 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შიდა მუნიციპალური თამაშებში დიდი მონდომებითა და საბრძოლო შემართებით ჩაერთნენ. 

8 ნოემბერს, ახმეტის ცენტრალურ სტადიონზე, ჩატარდა ახმეტის საჯარო სკოლებს შორის გოგონების შეჯიბრი მინი ფეხბურთში, დამსახურებული გამარჯვება კი, მატნის N2 საჯარო სკოლამ მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდი 2024 წლის გაზაფხულზე მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ ჩემპიონატში.

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203