„ქაჯეთის ციხის ამბავი თანამედროვე სამყაროში“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული პროექტი შექმნეს
13-11-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საინტერესო პროექტზე იმუშავეს.
პროექტის თემა „ვეფხისტყაოსნიდან“, გახლდათ - „ქაჯეთის ციხის ამბავი თანამედროვე სამყაროში“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, გააფორმეს თავიანთი ნაშრომები, გააკეთეს პრეზენტაცია, ასევე დაამზადეს საფოსტო ყუთი, შეიმუშავეს კომპლექსური დავალება და წერილი გაუგზავნეს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა საუკეთესოდ გამოავლინეს კრეატიული და შემოქმედებითი უნარები; პროექტის ხელმძღვანელი კი, პედაგოგი - მაია ნოდია გახლდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203