
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ერთმანეთს ცოდნითა და ინტელექტით დაუპირისპირდნენ.
სკოლაში, ინტელექტუალური თამაში - „ვიქტორინა“, მათემატიკაში გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ.
თამაშში, მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსში, ერთმანეთს ორი გუნდი: „პიუთაგორასი“ და „ეილერი“, შეერკინა და ბოლოს, „პიუთაგორასმა“ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსს, მასწავლებლები: ბეტხეგემ დარბინიანი და ზინა ჰოვჰანნესიანი, ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: