თბილისის N173 საჯარო სკოლას ბაღის აღსაზრდელები სტუმრობდნენ 
13-11-2023

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის N173 საჯარო სკოლამ, ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა. 

პატარების ჯგუფი - „მერცხალი“, სკოლას დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით ესტუმრა, მათ მოსწავლეები და მასწავლებლები ხალისით შეეგებნენ და სასკოლო ექსკურსია ჩაუტარეს. 

ვიზიტის მთავარი თემა - „მასწავლებელი“, გახლდათ, პატარები სკოლის მასწავლებლებს გაეცნენ, საგაკვეთილო პროცესი იხილეს და მასწავლებლის საქმიანობას უფრო ახლოდან გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ დღე ემოციებით დატვირთული, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც სტუმრებისთვის, ასევე მასპინძლებისთვის. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203