
ახალციხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა, საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს, სახელწოდებით - „ვამზადებთ შემოდგომის კუთხეს“.
მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი დეკორაციებით გაფორმებული საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს, წელიწადის ამ, ოქროსფერ დროზე ისაუბრეს, ქართული ტრადიციებს გაეცნენ და დღე შთამბეჭდავად გაატარეს.
ერთობლივმა მუშაობამ წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ აქტივობაში და საკუთარი შემოქმედებითი უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა კრეატიული აზროვნების განვითარებას, მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესის წარმართვასა და განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: