დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართა
13-11-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობა და შეჯიბრი იმართება.

ამჯერად, კლასებს შორის, შიდასასკოლო შეჯიბრება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ვლადიმერ ერქვანია გახლდათ. 

ღონისძიებაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი მოსწავლეებს შორის ორ ეტაპად მიმდინარეობდა.

მოცემული აქტივობის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტის ამ სახეობით, კერძოდ, ფეხბურთით მოსწავლეთა დაინტერესება და მათი მოტივაციის გაზრდა იყო.

როგორ სკოლაში გვეუბნებია, მასწავლებელი ხშირად მართავს მსგავსი ტიპის საინტერესო და მოსწავლეთა მამოტივირებელ ღონისძიებებს, რისთვისაც მას სასკოლო საზოგადოების წევრები მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტობი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203