„ოქროს შემოდგომა“ - განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო 
13-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მათი ჩართულობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, ხელოვნების მასწავლებელმა -  ვანიკ თევანიანმა ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ოქროს შემოდგომა“ მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო შემოდგომის ამსახველი ნახატები. 

გამოფენაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები, მე-4-დან მე-7 კლასის ჩათვლით. „მათ შემოდგომის ულამაზესი და ფერადი ბუნება დახატეს. ირგვლივ შემოდგომის სუნთქვა იყო, კაშკაშა ფერებითა და საინტერესო ნამუშევრებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები და ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203