კისისხევის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
10-11-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტექნოლოგიების მასწავლებლის, ლია გრძელიშვილის ხელმძღვანელობით, მედიაწიგნიერების გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა Microsoft PowerPoint-ის გამოყენებით მოამზადეს პრეზენტაციები და შექმნეს პლაკატები, რითაც ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში მოქცევის წესები გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგმა მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ, ასევე დეზინფორმაციაზე, მედიაზე, დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებსა და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიკაციის გზებზე.

მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. მედიაწიგნიერების უნარები ყველა მოსწავლეს უნდა განუვითარდეს, რადგან თანამედროვე სამყარო სხვადასხვა მედიასაშუალებით უამრავ ინფორმაციას ავრცელებს“, - დასძენენ სკოლაში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პრეზენტაციის მეშვეობით მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რას ნიშნავს:

  • სანდო წყარო;
  • რა არის მედიაწიგნიერება?
  • რატომ არის მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანი დღეს?
  • რისთვის არის საჭირო მედიაწიგნიერების უნარების განვითარება?
დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით საკლასო აქტივობის ფარგლებში საგაკვეთილო პროცესზე, როგორც პედაგოგი აღნიშნავს, გამოიყენა სასწავლო რესურსები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203