ურავის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში ორი მინიპროექტი მოამზადეს
10-11-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთაც პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკაში ორი მინი პროექტი მოამზადეს. ესენი იყო:

I. „ფრანკლერის ზარები“ - ეს ერთგვარი ელექტროსტატიკური ძალაა, რომელშიც ელექტრული ენერგი გარდაიქმნება მექანიკურ  ენერგიად.

II. „ფარადეის გალია“ - იცავს გარე ელექტრონული ველიდან მასში მოთავსებულ სხეულებს. ამ მოვლენას ფიზიკაში „ელექტროსტატიკურ დაცვას" უწოდებენ. მოსწავლეებმა სწორედ ფარადეის გალიის მოდელი დაამზადეს. 

მეათეკლასელები აქტივობაში ფიზიკის მასწავლებლის - ცაცო ბეშიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები და საგნის ფარგლებში დაგროვილი ცონა გამოავლინეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203