ჯუმის საჯარო სკოლაში შემოდგომის ფესტივალი მოეწყო 
10-11-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში შემოდგომის ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა პედაგოგთა დახმარებით, სკოლის ეზო ლამაზად, შემოდგომის ნობათით მოაწყვეს, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

მათ ასევე შემოდგომაზე ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203