ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში არამხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ მოტივირებასა და განწყობაზეც აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ დაწყებით კლასში, მოსწავლის - გიორგი მახარაძის დაბადების დღე უდიდესი სიყვარულით აღნიშნეს. იუბილარს ეს მნიშვნელოვანი თარიღი კლასელებმა და მასწავლებლემა გაულამაზეს.
მათ მოსწავლეს დაბადების დღე საკუთარი ხელით დამზადებული ჯამბაზით მიულოცეს. კლასში მთელი დღის განმავლობაში სადღეასასწაულო განწყობა იყო. მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: