ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა 
10-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მასწავლებლების ღვაწლს, მათ შრომასა და ამაგს აფასებს. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა და ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები, კლასების დამრიგებლები და მოსწავლეთა მშობლები ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარუდგინეს მაყურებელს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და საყვარელ პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს მოსწავლეები სიყვარულით შესცქეროდნენ და ამ მნიშვნელოვან თარიღს ულოცავდნენ.

სკოლაში პედაგოგთა გუნდი ხომ სწორედ მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავს. ამიტომაც მათთვის მეტად სასიამოვნოა, რომ აღსაზრდელები ამაგს უფასებენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეოები: 


   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203