
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, VI ა კლასში, რომლის დამრიგებელი მარიამ მაცაბერიძე გახლვათ საინტერესო ღონისძიება - „შემოდგომა ლამაზო გეფერებით, ნეტავ როგორ მოხატე ეს ფერები?“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოდგომას ლამაზი ლექსები, სიმღერები, ცეკვები, ფერადი და მხიარული ნოტები მიუძღვნეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
„ღონისძიების დასასრულს, მათ დამსწრე საზოგადოებას შემოდგომასავით ფერადი დღეები უსურვეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: