
მარნეულის N3 საჯარო სკოლაში, საინტერესო პროექტი განხორციელდა, სახელწოდებით - „ადრეული ქორწინების პრევენცია“.
პროექტი, ქართული როგორც, მეორე ენის პედაგოგმა - ნინო აზარაშვილმა, XIბ კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა და როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია იყო.პროექტის ხელმძღვანელმა და XIბ კლასის მოსწავლეებმა მიიწვიეს საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაციის ფორმატში, ესაუბრნენ ადრეულ ქორწინების მანკიერ და ფატალურ შედეგებზე.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებას მეტი არგუმენტირებისათვის თემატური ანიმაციები ურჩიეს და შესთავაზეს ფრაგმენტები ფილმებიდან, სადაც მთავარი გმირები იმავე პრობლემებით ებრძვიან ძალადობას.
იხილეთ ფოტოები: