„საყვარელი სათამაშოს დღე“ წყალტუბოს N1 სკოლის I კლასში
10-11-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით,  საინტერესო აქტივობებს ატარებენ.

ამჯერად, I კლასში „საყვარელი სათამაშოს დღე“ მოეწყო. პირველკლასელებმა სკოლაში თავიანთი საყვარელი სათამაშოები მიიტანეს, რომლებიც ერთმანეთს „გააცნეს“. ბავშვებმა გაიხსენეს მათთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პრეზენტაციის უნარები გაიუმჯობესეს.

„აქ ყოველი დღე განსხვავებულია“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეები გაახალისა და განწყობა აუმაღლა.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციებით აღსავსე იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203