„შემოდგომის სურნელი“ - მუსიკალური ღონისძიება იგოეთის საჯარო სკოლაში
10-11-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო მუსიკალური ღონისძება გაიმართა, სახელწოდებით - „შემოდგომის სურნელი“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი - გირგი ხასიშვილი ხელმძღვანელობდა. 

ღონისძიებაში, პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები დიდი სიხარულითა და შემართებით ჩაერთნენ.  

მოსწავლეებმა, საშემოდგომო სიმღერები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, საკონცერტო დარბაზი შემოდგომის ფერებში ლამაზად მორთეს და დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს. 

მოსწავლეთა შთამბეჭდავმა სანახაობამ, მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლაში ასეთი საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობისთვის, მოსწავლეებსა და ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203