საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში თეოლოგს უმასპინძლეს 
10-11-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეების სულიერი განვითარებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და სალონური საუბრები იმართება.

ამჯერად, სკოლის დირექტორის - ლალი მელივასა და კატეხიზმოს პედაგოგის - გუგა ბენდელიანის ინიციატივით, სკოლაში მიიწვიეს თეოლოგი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, პროფესორი - გიორგი გვასალია.

შეხვედრას უფროსი ასაკის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სტუმარმა, საუბარი „ბედნიერების“ განხილვითა და ამ ცნების განმარტებით დაიწო - რა არის ადამიანისთვის ნამდვილი ბედნიერება და სიყვარული? როგორ უნდა გაიმიჯნოს ეგოიზმი წრფელი ემოციებისგან? 

მოზარდები დაინტერესდნენ თუ რამდენად შეესაბამება სამყაროს წარმოშობის ბიბლიური ვერსია მეცნიერულ თეორიებს; არსებობს თუ არა ინფორმაცია უცხოპლანეტელებსა და დინოზავრებზე ბიბლიურ პასაჟებში.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ადამიანზე, როგორც ღვთის ხატებაზე, ეკლესიურ ცხოვრებასა და მოძღვრის როლზე ადამიანის სულიერ განვითარებაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203