„შემოდგომის ზეიმი“ ხარების საჯარო სკოლაში
10-11-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად კი, ქართული ენის კათედრის თავმჯდომარის - მაგული სოლომონიძის და კათედრის მდივნის - მზია აბუსერიძის ინიციატივით, „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.

როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება ლამაზი მორთულობით, ფერადი ქაღალდებით, გუაშებით, ნახატებითა და ხილით ხელოვნების მასწავლებელმა მაია გელაძემ გაამრავალფეროვნა. საზეიმოდ გაფორმებული გარემო კი სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

„მრავალჟამიერი ყოფილიყოს ამ ლამაზ ქართულ სოფელ ხარებაში შემოდგომის ზეიმი ხვავი, ბარაქა ლხინი და სიკეთე, ჩვენო პატარებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203