
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და შეჯიბრში ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, სკოლის X კლასის მოსწავლე ნინი კობეშავიძემ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 24-ის“ ფარგლებში, გამართულ გეზრბენის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა.
მეათეკლასელი შეჯიბრში მოპოვებული პირველი ადგილისთვის ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ დააჯილდოვა.
სკოლის დირექტორმა - მერაბ ნუცუბიძემ და დირექტორის მოადგილემ - მაია ფხაკაძემ, წარმატებულ მოსწავლეს ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი გადასცეს და დიდ სპორტში ასპარეზობა უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: