პატრიკეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
10-11-2023

გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრები, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

ვიზიტი 27 ოქტომბერს მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკა, რომელიც 1873 წელს დაარსდა ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა საქართველოში. ბიბლიოთეკაში მოქმედებს 17 განყოფილება.

მკითხველთა კლუბის წევრები გაეცნენ ანტონ ლორთქიფანიძის სახელობის სამკითხველო დარბაზს. სისტემატურ, ქართულ, უცხოურ, რუსულ ანბანურ კატალოგებს. საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს ბიბლიოგრაფიული, პერიოდიკის, რესტავრაციის, იშვიათ გამოცემათა განყოფილების თანამშრომლებისგან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მკითხველთა კლუბის წევრები აღფრთოვანდნენ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის სიმდიდრით, უნიკალური და იშვიათი გამოცემებით, რაც საქართველოს ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს.

მოსწავლეები დადებითი ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაიმუხტნენ. 

„მკითხველთა კლუბის წევრებს ეს ემოცია დიდხან გაჰყვებათ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203