აგარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა პეტრას ციხე დალაშქრეს
10-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო გასვლით შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლე-მასწავლებლები პეტრას ციხეზე იმყოფებოდნენ, სადაც ისინი საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

მოსწავლეებმა ციხის დაარსების ისტორია მოისმინეს და მისი დანიშნულება შეიტყვეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ეს დღე მათთვის საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203