ზემოხეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, ლინდა ჭილაძემ საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი შექმნა 
10-11-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, ბავშვებს სწავლის მიმართ მოტივაცია უმაღლდებათ და სხვადასხვა საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.

ამჯერად, ასეთი საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი მე-8 კლასის მოსწავლემ, ლინდა ჭილაძემ შექმნა. 

სკოლაში, ქართული ხალხური ბალადა „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ შეისწავლეს, აღნიშნული ნამუშევარი სწორედ მასზე დაყრდნობით შეიქმნა.

მერვეკლასელმა ის 3D ეფექტით დაამზადა, რომელსაც თან დაურთო განმარტებები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლის ნამუშევარი საინტერესო გამოვიდა და ის აუცილებლად დაამშვენებს სკოლის ბიბლიოთეკას.

აღნიშნული შემოქმედებითი პროდუქტის გამოყენება სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა კრეატიულობას ავლენს და მათ მრავალმხრივ ავითარებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203