
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციის - „სიკეთე გადამდებია“ ფარგლებში, მახინჯაურის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ - „თანას“, ესტუმრნენ.
ვიზიტი მე-8გ კლასის მოსწავლეების მონაწილეობითა და დამრიგებელ - თამარ ანანიძის ხელმძღვანელობით მოეწყო.
ცენტრში, მოსწავლეებს დიდი სიხარულით უმასპინძლეს და კეთილგანწყობილი გარემო მოუწყვეს. ბავშებმა, დაათვალიერეს შშმ პირთა შექმნილი ნახატები, ნაქარგები, ხელნაკეთი ნივთები, რითაც აღფრთოვანებულები დარჩნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, მასპინძლებთან ერთად მოაწყვეს სასიამოვნო, მხიარული საღამო, რითაც ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ, რადგან შეძლეს მათი გაბედნიერება მცირედი დროით მაინც.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დასრულდა მოსწავლეთა ინიციატივით - მათ სურვილი გამოთქვეს, ხშირად დაგეგმონ მსგავსი აქტივობები.
იხილეთ ვიდეო: