„შემოდგომის ფესტივალი 2023“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ბაკურციხის საჯარო სკოლაში
10-11-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაში დიდი საშემოდგომი ჟრიამულია. 

სკოლაში, „შემოდგომის ფესტივალი 2023“ - დიდი ზარ-ზეიმითა და საზეიმო განწყობით წარიმართა, რომლშიც პირველი კლასების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. 

თემატურად გამოწყობილი მოსწავლეები, შემოდგომის ნუგბარი, ოქროსფრად მორთული ეზო, აცეკვებული და ამღერებული პატარები და ამაღლებული განწყობა  -  ასეთია „შემოდგომის ფესტივალი 2023“ ბაკურციხის საჯარო სკოლაში. 

მოსწავლეებმა მაყურებელს მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დღე მხიარულად გაატარეს. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203