დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-11-2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
ინტელექტუალური კონკურსის პირველ ეტაპში მოსწავლეები: სანდრო გეგეჭკორი, ზურაბ ჩაჩანიძე, მარიამ ხეცაძე, მარიამი ედილაშვილი, ნატალია არბოლიშვილი, გიორგი არბოლიშვილი, გიორგი ტყემალაძე, გიორგი ღონღაძე, რუსა თედიაშვილი, ვერიკო ბერიძე, ლიზი გოგოლაძე, ელენე გელაშვილი, ნინო რამიშვილი, ლიზიკო ვარდოსანიძე, ანასტასია გელაშვილი, ანი დათუნიშვილი, ლია ფანჯაკიძე და ლარისა არუთინიანი მონაწილეობდნენ. ყველა მოსწავლემ „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203