
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას და წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეებმა სკოლა ლამაზად მორთეს და „შემოდგომის კუთხე“ მოაწყვეს, სადაც სეზონური ხილი განალაგეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, საკლასო ოთახს შემოდგომის ხილით დატვირთული კალათები და გემრიელი ჩურჩხელები ამშვენებდა.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„გისურვებთ ხვავი, ბარაქა, ღიმილი და მხიარულება იყოს წელიწადის ყველა დროს თქვენი მეგზური“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: