ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ალპინიადა - VIII-IX-XI კლასელებმა მთა მუწი დალაშქრეს
10-11-2023

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გასვლით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VIII-IX-XI კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ თინა მუკბანიანთან ერთად ალპინიადის ფარგლებში, მარშუტი დაგეგმეს, რომლის მიზანიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, იყო გეოგრაფიული კვლევა-ანალიზი და მდგრადი განვითარება.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ტოპოგრაფიული რუკა შეადგინეს. გაანალიზეს მომავალში ეკოსისტემის შესაძლო ცვლილებები და მთა მუწი დალაშქრეს.

​აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203