ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა მრავალფეროვანი ღონისძიებით დაიწყეს
10-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

ეს დღე მოსწავლეებს პედაგოგმა -  არუსიაკ ბიჩახჩიანმა დღესასწაულად უქცია და მათ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება შესთავაზა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ბავშვები პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ, შემდგომ კი მათ მოხაზვას დიდი მონდომებით ცდილობდნენ.

აქტივობაში პირველკლასელები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203