არწივანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
10-11-2023

​წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის საანბანო პერიოდი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ციცინო გობაძესთან ერთად, ანბანეთის თავგადასავლებით სავსე ქვეყანაში იმოგზაურეს და ქართული ასო-ბგერების შესწავლას, ენთუზიაზმით აღსავსენი შეუდგნენ. 

საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში, საგანგებოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განწყობაზე, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო, ხალისიანი და შედეგზე ორიენტირებული გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203