კაცხის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
10-11-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლა ხშირად იმართება ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ცოდნის წარმოჩენის მიზნით.
არც ეს სასწავლო წელია გამონაკლისი, სულ ახლახანს სკოლაში ჩატარდა კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“ , რომელშიც სამივე საფეხურის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.
გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც კონკურსის შემდეგ ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და ძალისხმევით, არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.