ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლის, მხატვრული ტანმოვარჯიშე თამუნა ლაგვილავას წარმატებული დებიუტი ფართო აუდიტორიის წინაშე
10-11-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია. აქ დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

მოსწავლეთა უმეტესობა სპორტის სხვადასხვა სახეობას მისდევს. ამ სახეობებს დაემატა მხატვრული ტანვარჯიში.

ერთი წელია მეექვსე კლასის მოსწავლე თამუნა ლაგვილავა დაკავებულია მხატვრული ტანვარჯიშით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შედგა ამ ციმციმა გოგოს დებიუტი, გაიმართა ძალიან ლამაზი სანახაობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნუკრი ბერიშვილი, კლასის ხემძღვანელი ასმათ გვაჯაია და მასწავლებლები.

მათ თამუნას წარმატებები და მწვერვალების დაპყრობა უსურვეს სპორტის ამ ლამაზ სახეობაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203