ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე საინტერესო ცდა ჩაატარეს
10-11-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობებით ამრავალფეროვნებენ.

ამჯერად, მერვე კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის გაკვეთილზე, საინტერესო ჯგუფური სამუშაო შეასარულეს. მათ ალბათობის თეორიისა და ფარდობითი სიხშირის გათვალისწინებით, ცდა ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ რესურსად ბოთლის სამი ფერის თავსახურავი და კამათელი გამოიყენეს. 

ისინი აქტივობაში პედაგოგ ნათია კახნიაშვილის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, პრეზენტაციაც ჩაატარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„ბავშვები დიდი ხალისით და ინტერესით აკეთებდნენ დავალებას. მადლობა მათ საინტერესო გაკვეთილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203