ჭალადიდის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა ვიქტორინით შეაჯამეს
10-11-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათი სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებითა თუ კონკურსით სთავაზობენ. 

საინტერესო და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღე VI კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა თამუნა გვაზავამ აჩუქა. 

VI კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების შემაჯამებელი ვიქტორინა ჩატარდა. 

ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეაჯამეს მიღებული ცოდნა, გამოავლინეს სისხარტე და დაკვირვებულობა, აქტიურ და წარმატებულ მონაწილეებს სკოლის ადმინისტრაციამ გადასცა სიგელები და სერტიფიკატები.

პედაგოგს მოსწავლეთა მიღწევები ახარებს და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებს. „უამრავი წარმატება თითოეულს!“- აღნიშნავს ის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203